"ბაიერნი" როდრის შეძენით დაინტერესდა

19-06-2019, 22:55

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიუხენის "ბაიერნი" მადრიდის "ატლეტიკოს" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, მადრიდული კლუბიდან როდრის დამატებას ეცდება.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერის" ბოსები მზად არიან, როდის სანაცვლოდ "ატლეტიკოს" 70 მილიონი ევრო გადაუხადონ.

უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტიც, რომ გარდა "ბაიერნისა" ესპანელი ფეხბურთელის დამატებას ასევე "მანჩესტერ სიტიც" ეცცდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მადრიდული კლუბის ღირსებას 2018 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

რუსმა კომენტატორმა საქართველოს მხარდაჭერა საოცარი ჟესტით გამოუცხადა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით