მატს ჰუმელში "დორტმუნდში" დაბრუნდა !

20-06-2019, 02:17

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მიუნხენის "ბაიერნის" გერმანელი ცენტრალური მცველი, მატს ჰუმელსი, მის ყოფილ კლუბში, "დორტმუნდის ბორუსიაში" დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფეხბურთელმა ბორუსიელებთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება, კვირაში 200 000 ევრო იქნება.

ცნობების მიხედვით, ზემოთ ხსენებული ტრანსფერი, "დორტმუნდის" ხელმძღვანელობას 38 მილიონი ევრო დაუჯდა.

შეგახსენებთ, რომ ჰუმელსმა "ბაიერნის" რიგებში, 2016-19 წლებში იასპარეზა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით