კაილ უოლკერმა "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

20-06-2019, 02:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" ინგლისელმა მარჯვენა მცველმა, კაილ უოლკერმა, გუნდთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 29 წლის ფეხბურთელი, მანჩესტერული გრანდის რიგებში, კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

არაერთი შთამბეჭდავი პერფორმანსის შემდეგ, უოლკერმა ახალი ხელშეკრულებით, გაუმჯობესებელი ანაზღაურება დაიმსახურა, რომელიც ახლა უკვე კვირაში 250 000 გირვანქას შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე, "ქალაქელთა" რიგებში, 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ლონდონის "ტოტენჰემიდან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით