ლიონელ სკალონი: "არგენტინას "კოპა ამერიკის" ტურნირი ჯერაც არ დაუწყია"

20-06-2019, 12:08

არგენტინის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი, 2019 წლის "კოპა ამერიკის" გათამაშებაზე საუბრობს:

"ჩვენთვის ეს ტურნირი ჯერაც არ დაწყებულა, მოთამაშეებმა კოლუმბიასთან მარცხი უკვე დაივიწყეს და ისინი მომდევნო შეხვედრას ისე მოეკიდებიან, თითქოს ეს საწყისი ორთაბრძოლა იყოს."

"ტრავმების მხრივ ჯერ კიდევ გარკვეული დანაკლისები გვაქვს, რის გამოც სამწუხაროდ სრული პოტენციალის ჩვენებას ვერ ვახერხებთ."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ნაკრები, 20 მაისს, თბილისის დროით 04:30 წუთზე, პარაგვაის დაუპირისპირდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით