"რეალმა" ხამეს როდრიგესის ტრავმა დაადასტურა

27-08-2019, 14:38

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მადრიდის "რეალში" დაბრუნებული კოლუმბიელი შემტევი ხამეს როდრიგესი ტრამირებულია.

"სამეფო კლუბის" ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 28 წლის ფეხბურთელს კუნთის ტრავმა აწუხებს, თუმცა პრეს-სამსახური დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ესპანელი ფიზიოთერაპევტი ინეს ვალეხოს თქმით, დაზიანება საკმაოდ მძიმეა და აღდგენითმა პროცესმა შესაძლოა 2-3 კვირას გადააჭარბოს.

შესაბამისად, როგრიგესი ზინედინ ზიდანის განკარგულებაში მომდევნო რამდენიმე მატჩის მანძილზე ვერ იქნება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით