300 მილიონი ევრო, ნეიმართან დაკავშირებით ყველაფერი გაირკვა

20-06-2019, 16:17

რიგორც მოგეხსენებათ, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდის, ბრაზილიელი ნეიმარი მომავალი გაურკვეველია. როგორც მედიაში იუწყებიან, იგი შესაძლოა ესპანეთის ლა ლიგაში დაბრუნდეს.

ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ-ს" ხელმძღვანელობამ ნეიმარის სატრანსფერო ფასი დაასახელა.

პარიზული კლუბი 27 წლის ბრაზილიელს 300 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ-მ" ნეიმარი 2017 წლის ზაფხულში "ბარსელონადან" 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაიბირა. მან ფრანგული კლუბის მაისური 58-ჯერ მოირგო, 51 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით