ალექსანდრ ზინჩენკომ "მანჩესტერ სიტისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა !

21-06-2019, 02:34

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა ნახევარმცველმა, ალექსანდრ ზინჩენკომ, კლუბთან ერთად კონტრაქტი გაახანგრძლივა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 22 წლის ფეხბურთელი ინგლისურ გრანდში, კიდევ მინიმუმ 5 წლით, ანუ 2023/24 წლების სეზონის ბოლომდე დარჩება.

ცნობების მიხედვით, ზინჩენკოს კვირეული ანაზღაურება, 150 000 გირვანქამდე გაიზრდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშე, "ქალაქელთა" რიგებში, 2016 წელს, რუსული "UFA-დან" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით