რომელუ ლუკაკუ მილანის "ინტერს" უახლოვდება !

21-06-2019, 02:42

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, მილანის "ინტერში" ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელები 26 წლის შემტევის გადაბირების დაფინანსებას, არგენტინელი მაურო იკარდის გასხვისებით შემოსული თანხით გეგმავენ.

ცნობების მიხედვით, "ინტერს" ლუკაკუს სანაცვლოდ, მინიმუმ 75 მილიონი გირვანქას გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის ტრანსფერით, ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით