"ლივერპული" უსმან დემბელეს ტრანსფერით დაინტერესდა !

21-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მერსესაიდული "ლივერპული", კატალონიის "ბარსელონას" ფრანგი თავდამსხმელის, უსმან დემბელეს ტრანსფერით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისურ გრანდს სურს ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰის ტურინის "იუვენტუსში" წასვლის შემთხვევაში, მარჯვენა შემტევის პოზიცია მალევე გაამყაროს.

ცნობების მიხედვით, იურგენ კლოპს, 22 წლის ვარსკვლავის სანაცვლოდ, მინიმუმ 125 მილიონი ევროს გამეტება მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით