მაურისიო სარი: "ედენ აზარი "ჩელსიში" დაცვის სქემაში პრობლემებს ჰქმნიდა"

21-06-2019, 12:35

ტურინის "იუვენტუსის" ახლად დანიშნული მთავარი მწვრთნელი, იტალიელი სპეციალისტი მაურისიო სარი, მისი ყოფილი კლუბის, ლონდონის "ჩელსის" ბელგიელ ლიდერზე, ედენ აზარზე საუბრობს:

"ინგლისში თავდაპირველად 4-3-3 ტაქტიკით მიწევდა ასპარეზობა და ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ისე წარიმართებოდა, როგორც იგივე სქემის მატარებელ "ნაპოლიში."

"თუმცა შემდგომში ერთი რამ აღმოვაჩინე, ედენ აზარს უყვარს მოულოდნელად ფორმაციის შეცვლა, მისი პირადი მახასიათებლები და მოედანზე მოძრაობა კი დაცვის ხაზში პრობლემებს ჰქმნიდა."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 28 წლის მოთამაშე, სულ ცოტა ხნის წინ, 130 მილიონი გირვანქას სანაცვლოდ, მადრიდის "რეალში" გადაბარგდა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით