ნეიმარს პარიზში თამაში აღარ უნდა

21-06-2019, 20:27

"პსჟს" ბრაზილიელმა გარემარბმა, ნეიმარ ჯუნიორმა კლუბს განუცხადა, რომ მას პარიზში თამაშის სურვილი აღარ აქვს.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი სულ ცოტა ხნის წინ შეხვდა "პსჟს" წარმომადგენლებს და თავისი სურვილი გააცნო.

წყაროს ცნობით, ნეიმარს "ბარსელონას" რიგებში სურს დაბრუნება და ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. დიდი ალბათობით, ბრაზილიელ შემტევის ტრანსფერს არც "პსჟ" დაბლოკავს.

შეგახსენებთ, ნასერ ალ ხელაიფის განცხადებით ყველა იმ ფეხბურთელსთვის, რომელსაც წასვლა სურს, კარი ღიაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით