130 მილიონი მზადაა - "რეალი" ფელიშისთვის ბრძოლაში ერთვება

21-06-2019, 20:34

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალი" მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს გაჩერებას არ გეგმავს და მორიგი ფეხბურთელის დამატებას გეგმავს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბის" მორიგი სამიზნე ლისაბონის "ბენფიკას" ფორვარდი, ჟოაო ფელიშია.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა უკვე გაამზადეს 130 მილიონიანი შეთავაზება ტალანტის სანაცვლოდ, საიდანაც 50 მილიონს ბონუსები შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ფელიშის დამატება მადრიდის "ატლეტიკოსაც" სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით