ტორესმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

21-06-2019, 20:42

ლეგენდარულმა ესპანელმა თავდამსხმელმა, ფერნანდო ტორესმა კარიერის დასრულების შესახებ განცხადება გააკეთა.

"რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ. 18-წლიანი კარიერის შემდგომ დროა, აქტიური საფეხბურთო კარიერა დავასრულო."

"მომავალ კვირას, იაპონიის დროით 10:00 საათზე მე პრეს-კონფერენციას ჩავატარებ, სადაც ყველაფერს ავხსნი." - აცხადებს ტორესი.

შეგახსენებთ, რომ 35 წლის ფეხბურთელმა კარიერის მანძილზე "ატლეტიკოს", "ლივერპულის", "ჩელსის", "მილანისა" და "საგან ტოსუს" რიგებში ითამაშა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით