მბაპე: "ჩემპიონთა ლიგის მოგება ოქროს ბურთის მოგებას სჯობს"

21-06-2019, 20:49

ფრანგული "პსჟს" ლიდერმა, კილიან მბაპემ განაცხადა, რომ მისთვის ყველაზე პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგის მოგებაა.

"შენ არ თამაშობ მარტო, შენს გვერდით კიდევ 10 ფეხბურთელი დგას. ეს რომ ჩოგბურთი იყოს ვიტყოდი, რომ ოქროს ბურთი ყველაზე მნიშვნელოვანია."

"ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა. შენ შეიძლება მოიგო ოქროს ბურთი, თუმცა, ეს ისტორიაში ვერ შეგიყვანს."

""არ მსურს, რომ ვიყო ისტორიაში საუკეთესო. მე უბრალოდ მინდა, რომ ჩემი თამაშით გუნდს დავეხმარო ტიტულების მოპოვებაში და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ." - აცხადებს მბაპე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით