ფანტასტიკური დაბრუნება - რა ნაბიჯი გადადგა "ბარსელონამ"

21-06-2019, 21:06

კატალონიის "ბარსელონას" რომ ნეიმარ ჯუნიორის დაბრუნება სურს, ეს ამბავი არახალია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმადა, "ბლაუგრანამ" უკვე დაიწყო მოლაპარაკებები 27 წლის ბრაზილიელი გარემარბის თაობაზე.

წყაროს ცნობით, კატალონიური გრანდი მზადაა ნეიმარის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები ფილიპე კოუტინიო დათმოს. გარდა ამისა, "პსჟ" ასევე 100 მილიონ ევროსაც მიიღებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად დათანხმდება პარიზული გუნდი აღნიშნულ შეთავაზებას. თუმცა, ცნობილია, რომ "პსჟს" ნეიმარის გაყიდვა სურს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით