"მილანი" დანი სებალიოსს უახლოვდება !

22-06-2019, 02:27

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, იტალიური "მილანი", მადრიდის "რეალის" ესპანელი ნახევარმცველის, დანი სებალიოსის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მილანელები მზად იყვნენ 22 წლის მოთამაშე 1 წლიანი იჯარით გადაებირებინათ, თუმცა ამაზე ესპანური გრანდისგან უარი მიიღეს.

ცნობების მიხედვით, კლუბის ახალი სპორტული დირექტორი, პაოლო მალდინი, "ლოს ბლანკოსთან" 40 მილიონი ევროს ფარგლებში ეცდება შეთანხმების მიღწევას.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული გუნდი, ამასთან ერთად, მარიანო დიასის შეძენითაა დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით