რომელუ ლუკაკუმ "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია !

22-06-2019, 02:30

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბელგიელმა თავდამსხმელმა, რომელუ ლუკაკუმ, მილანის "ინტერთან" შეთანხმებას მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნერაძურიმ" 26 წლის ფეხბურთელთან ხელშეკრულების პუნქტების გარკვევის შემდეგ, უკვე ინგლისურ გრანდთან დაიწყო მოლაპარაკებები.

ცნობების მიხედვით, მილანელები მზად არიან შემტევის სანაცვლოდ, 71.25 მილიონი გირვანქა გაიმეტონ.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით