პოლ პოგბა მაურისიო სარის დაუკავშირდა

22-06-2019, 02:33

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას სატრანსფერო რადარზე, ახალი გუნდი გამოჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 26 წლის ფეხბურთელი მის ყოფილ კლუბში განიხილავს დაბრუნებას, რის გამოც ის "იუვენტუსის" ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელს, მაურისიო სარისაც კი დაუკავშირდა.

ცნობების მიხედვით, პოგბამ ლონდონის "ჩელსის" ყოფილ თავკაცთან საუბრისას, იტალიური გრანდის მიმართულება და სამომავლო სტილი გაარკვია.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით