როდრი ერნანდესმა "ბაიერნზე" უარი თქვა !

22-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელმა ნახევარმცველმა, როდრი ერნანდესმა, მიუნხენის "ბაიერნი" უარით გაისტუმრა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზემოთ ხსენებულ ორ გუნდს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო და რიგი მხოლოდ მოთამაშესთან მოლაპარაკებაზე იყო მისული, თუმცა 24 წლის ფეხბურთელმა, გერმანიაში თამაში არ მოინდომა.

ცნობების მიხედვით, როდრის არჩევანი ყველაზე მეტად, ბუნდესლიგის ნაკლებად კონკურენტულმა გარემომ განაპირობა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ამომავალი ვარსკვლავის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით