ნეიმარი: "ფეხბურთი შოუა"

22-06-2019, 14:19

ფრანგული "პარი სენ-ჟერმენისა" და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ნეიმარმ ჟუნიორმა გასული სეზონი მედიის წარმომადგენლებთან შეაფასა.

"გუნდის მთავარი მიზანი გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგება იყო. ამიტომ, რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედთან" წაგებამ დიდი დარტყმა მოგვაყენა. თავს ისე ვგრძნობდი, როგორც თითოეული ჩემი თანაგუნდელი და გულშემატკივარი - იმედგაცრუებულად".

"იმ დღიდან, როცა ფეხბურთის თამაში დავიწყე, მას ისე ვუყურებ, როგორც შოუს. ჩემი ყველა კუმირი მოედანზე შოუს დგამდა, ეფექტურ ფეხბურთს აჩვენებდა. ცხადია, ეს წარმატებისთვის ყოველთვის საკმარისი არ არის - აუცილებელია მოგება გინდოდეს".

"ამ მხრივ მე ყველაფერი რიგზე მაქვს, რადგან წაგებას ვერ ვიტან. არასდროს ვნებდები, არ მეშინია მეტოქის დარტყმების, ეს ფეხბურთის ნაწილია", - განაცხადა ნეიმარმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით