"ნაპოლიმ" "რომასთან" მოლაპარაკებები დაიწყო

22-06-2019, 15:37

იტალიურ მედიაში  ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "ნაპოლის" "რომას" მარჯვენა მცველის, ლუკა პელეგრინის დამატება სურს.

როგორც La Gazzetta dello Sport-ი იტყობინება, მხარეებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს და მოლაპარაკებები დაიწყეს.

პელეგრინის სატრანსფერო ღირებულება  5 მილიონი ევროა.

შეგახსენებთ, რომ ლუკა პელეგრინი "რომას" აკადემიის აღზრდილია. გასული სეზონის ნახევარი მან იჯარის წესით "კალიარიში" გაატარა, სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა და 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით