ნეიმარი "ბარსელონაში" სამი პირობით დაბრუნდება

22-06-2019, 19:32

ნეიმარ ჯუნიორს რომ "პსჟდან" წასვლა სურს, ეს ამბავი არახალია.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კატალონიის "ბარსელონა" 27 წლის ბრაზილიელს მხოლოდ სამი პირობის შემთხვევაში დაიბრუნებს.

პირველ რიგში ეს გახლავთ ხელფასის შემცირება. ნეიმარი უნდა დათანხმდეს 30%-ით ნაკლებ ხელფასს, რითაც მისი შემოსავალი ლეო მესიზე მცირე იქნება.

გარდა ამისა, მან უნდა გამოიტანოს "ბარსელონას" წინააღმდეგ შეტანილი სარჩელი. მოგეხსენებათ, ფეხბურთელი კლუბს ერთგულებისთვის გადასახდელ ფულს ედავება და ეს დავა უკვე წლებია გრძელდება.

და ბოლოს, ნეიმარი უნდა გამოვიდეს საჯაროდ და განაცხადოს, რომ მას კვლავ "ბარსელონას" მაისურით სურს თამაში. კატალონიური გამოცემა Sport-ის ცნობით სწორედ ამ პირობების შესრულების შემთხვევაში დააბრუნებს გუნდი მას.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით