ტანგაი ნდომბელესთვის ბრძოლაში "პსჟ" ჩაერთო !

23-06-2019, 02:38

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "ოლიმპიკ ლიონის" ფრანგი ჩამშლელი ნახევარმცველის, ტანგაი ნდომბელეს ტრანსფერისთვის ბრძოლაში, ახლა უკვე "პარი სენ-ჟერმენიც" ჩაერთო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზული გრანდი მზადაა 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, ნებისმიერ კონკურენტზე მეტი თანხა გაიმეტოს.

ცნობების მიხედვით, ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად, გერმანელ თომას ტუხელსა და მისი ხელმძღვანელობის კლუბს, მინიმუმ 75 მილიონი ევრო დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, ლონდონის "ტოტენჰემია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით