როდრის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერს ფაბიან დელფი "შეეწირება"

23-06-2019, 02:51

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკოს" ესპანელი ჩამშლელი ნახევარმცველის, როდრი ერნანდესის "მანჩესტერ სიტიში" ტრანსფერი, მხოლოდ ერთი ფუნქტის შესრულების შემთხვევაში განხორციელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "როხი ბლანკომ" 70 მილიონ გირვანქასთან ერთად, გაცვლაში "სიტიში" ერთ-ერთი შუახაზელიც მოითხოვა და დანარჩენი მოთამაშეების მაღალი დონის გამო, სავარაუდოდ ეს "შენაწირი" სწორედ ფაბიან დელფი იქნება.

ცნობების მიხედვით, გაცვლა და ტრანსფერი, უახლოესს დღეებში გაოფიციალურდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 22 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, მიუნხენის "ბაიერნია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით