ლორენ კოშელნი საფრანგეთში ბრუნდება ?!

23-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "არსენალის" ფრანგმა კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა, ლორენ კოშელნიმ, გუნდის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 33 წლის ფეხბურთელი კარიერას დიდი ალბათობით სამშობლოში განაგრძობს, სადაც მას უკვე არაერთი მსურველი გამოუჩნდა.

ცნობების მიხედვით, კოშელნის სიის სათავეში, ამჟამად "ოლიმპიკ ლიონი" იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის გადაბირებით ამასთან ერთად, მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით