ბუფონი კარიერას ჩემპიონშიფში გააგრძელებს

23-06-2019, 17:56

ფრანგული "პსჟს" ყოფილი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი კარიერას ინგლისის ჩემპიონშიფში გააგრძელებს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, ლეგენდარული მეკარის დამატება "ლიდსი იუნაიტედს" სურს.

მარსელო ბიელსას გუნდის პირველი მეკარე ამჯამად კიკო კასილაა. თუმცა, ესპანელმა კიპერმა გასულ სეზონში არცთუ წარმატებულად იასპარეზა და პრემიერლიგის საგზურის ვერ მოპოვებასაც ხშირად მას აბრალებენ.

წყაროს ცნობით, ბუფონის აგენტი უკვე ესაუბრა "ლიდსის" წარმომადგენლებს. დიდი ალბათობით, ტრანსფერი მომავალ კვირაში დადასტურდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით