ნეიმარი: "არ იდარდოთ, მოვდივარ!"

23-06-2019, 18:00

როგორც ჩანს, ნეიმარ ჯუნიორის გარშემო ატეხილი სატრანსფერო საგა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება.

ესპანური გამოცემა Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს, მესისა და სუარესს კვლავ აქვთ whatsapp-ის ჯგუფი, რომელშიც ისინი აქტიურად ეკონტაქტებიან ერთმანეთს.

წყაროს ცნობით, 27 წლის ფეხბურთელმა სულ ახლახანს აღნიშნულ ჩატში შემდეგი რამ დაწერა:

"არ იდარდოთ, მე მოვდივარ!"

როგორც ცნობილია, ალ ხელაიფმა უკვე იცის ნეიმარის პოზიციის შესახებ და არ აპირებს, რომ მის წასვლას ხელი შეუშალოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით