"იუვე" ტრადიციას არ ღალატობს - მორიგი თავისუფალი აგენტი გუნდში

23-06-2019, 18:16

ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს კიდევ ერთ თავისუფალ აგენტს დაიმატებს.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "ბებერი სინიორას" მორიგი სამიზნე ანდრე რაბიოა, რომელმაც "პსჟ" დატოვა და ამჟამად უგუნდოდაა.

წყაროს ცნობით, 24 წლის ნახევარმცველი კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში 10 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა, მისი ხელფასი ყოველწლიურად 7 მილიონი ევრო იქნება. რაბიოსადმი ინტერესი თავად კლუბის სპორტულმა დირექტორმაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" გასულ წლებში ისეთი ფეხბურთელები დაიმატა თავისუფალი აგენტის სტატუსით, როგორებიცაა პოლ პოგბა, ანდრეა პირლო, დანი ალვეში, ემრე ჩანი და აარონ რემზი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით