რედნაპმა ჩემპიონთა ლიგის მომავალი ფავორიტები დაასახელა

23-06-2019, 22:08

ლონდონის "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, ჰარი რედნაპმა ჩემპიონთა ლიგის მომავალი ფავორიტები დაასახელა.

"ვფიქრობ, მომდევნო წლების განმავლობაში ინგლისური გუნდები დაიწყებენ დომინაციას."

"თუ ვინმეზე ფსონს დავდებდი, ეს გახლავთ მანჩესტერ "სიტი". ვფიქრობ, პეპ გვარდიოლას ნამდვილად შეუძლია ლიგის მოგება."

"მათ გარდა წარმატების მიღწევა "ლივერპულსაც" შეუძლია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს "რეალი" და "ბარსელონა", რომლებიც ყოველწლიურად ძლიერდებიან." - აცხადებს რედნაპი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით