კოუტინიო: "ნეიმართან თამაში ფანტასტიურია"

23-06-2019, 22:09

რაზილიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ფილიპე კოუტინიომ თანამოქალაქე ნეიმარის შესახებ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა.

"ნეიმართან ერთად თამაში საოცრებაა. ის უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა მასთან ერთად თამაშზე მეკითხებიან, ვპასუხობ თუ როგორ მახარებს ეს", - განაცხადა კოუტინიომ.

ესპანური პრესის ინფორმაციით, ნეიმარს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს. კატალონიელები აპირებენ, რომ ტრანსფერში ფილიპე კოუტინიო ჩართონ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით