ჯიჯი "ვალენსიაში"?

27-06-2019, 01:37

ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მიმდინარე  სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "ვალენსია" ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მეკარის  ჯანლუიჯი ბუფონის დამატებას შეეცდება.

შეგახსენებთ, რომ ბუფონმა "პსჟ" ცოტა ხნის წინ დატოვა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ მეორე ნომრად ყოფნას ვერ ეგუება.

ასევე, დაიწერა იმის შესახებაც, რომ ვეტერანი მეკარე, შესაძლოა, ინგლისში, "ლიდს იუნაიტედში" ვიხილოთ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით