მადრიდის "ატლეტიკო" ჟოაო ფელიქსის ტრანსფერს უახლოვდება !

24-06-2019, 02:56

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო", ლისაბონის "ბენფიკას" პორტუგალიელი შემტევი ნახევარმცველის, ჟოაო ფელიქსის ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 19 წლის ფეხბურთელის გადაბირება, დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობს გუნდს, მინიმუმ 110 მილიონი ევრო დაუჯდება.

ცნობების მიხედვით, ასეთი ტრანსფერის შემდეგ, "როხი ბლანკო" ფელიქსის 5 წლიან კონტრაქტში, გამოსასყიდი თანხის სახით, 310 მილიონ ევროს ჩაწერს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული მოთამაშის შეძენით ამასთან ერთად, "მანჩესტერ სიტია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით