"ატლეტიკო" ნიკოლას პეპეს უახლოვდება !

24-06-2019, 11:35

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მადრიდის "ატლეტიკო", ფრანგული "ლილის" კოტ-დ'ივუარელი თავდამსხმელის, ნიკოლას პეპეს ტრანსფერს უახლოვდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი შემტევის, ანტუან გრიზმანის წასვლის შემდეგ, დიეგო სიმეონეს სურს წინა ხაზის სადავეები, ახალ ამომავალ ვარსკვლავს გადააბაროს.

ცნობების მიხედვით, 24 წლის პეპეს ტრანსფერი, "როხი ბლანკოს" მინიმუმ 75 მილიონი ევრო დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ამასთან ერთად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით