მაურო იკარდი ანტონიო კონტეს გეგმებში არ შედის !

24-06-2019, 12:08

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, მილანის "ინტერის" ახლად დანიშნულ მთავარ მწვრთნელს, ანტონიო კონტესა და არგენტინელ თავდამსხმელს, მაურო იკარდის შორის, სერიოზული კონფლიქტია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიელი სპეციალისტი მოთამაშის მეუღლის, რომელიც ამასთანავე მისი აგენტის როლსაც ითავსებს, უკვე გაესაუბრა და მისი გეგმების შესახებ შეატყობინა.

ცნობების მიხედვით, კონტე, მომდევნო სეზონში, 26 წლის შემტევს, ძირითად 11-ეულშიც კი არ განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული ფეხბურთელის გადაბირებით ყველაზე მეტად, "მანჩესტერ იუნაიტედია" დაინტერესებული.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით