სამუელ ეტო'ო: "მოჰამედ სალაჰისთვის "ბარსელონა" უკეთესი გუნდი იქნება"

24-06-2019, 12:35

კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდარული კამერუნელი თავდამსხმელი, სამუელ ეტო'ო, მერსესაიდული "ლივერპულის" ეგვიპტელ თავდამსხმელზე, მოჰამედ სალაჰზე საუბრობს:

"ვფიქრობ მისთვის ახლა ყველაზე კარგი გუნდი, სწორედ "ბარსელონა" იქნება, თავდაპირველად აფრიკის დატოვების შანსი მადრიდის "რეალმა" მომცა, თუმცა ვიცოდი, რომ ჩვენი კონტინენტის ფეხბურთელებისთვის, კატალონიური სტილი უფრო შესაფერისია."

"თუ მოს მსოფლიოს საუკეთესო ჩემპიონატში სურს ასპარეზობა, მაშინ ის "ბლაუგრანაში" უნდა გადაბარგდეს."

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებული 27 წლის შემტევის გადაბირებით ყველაზე მეტად, ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით