ფრანგული "პსჟს" ლიდერი, კილიან მბაპე მიიჩნევს, რომ გასული სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მისი აქ მოსვლის შემდეგ.
"ძალიან ბედნიერი ვარ. ჩვენ ბევრი ვიშრომეთ წარმატების მისაღწევად და ეს შევძელით კიდეც."
"შესაძლოა, ყველაფერი იდეალურად არ ყოფილა, თუმცა, ლიგა 1-ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი ჩავატარეთ. ამით კმაყოფილი ვარ."
"ვფიქრობ, ჩემი აქ მოსვლის დღიდან ეს საუკეთესო სეზონი იყო, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად." - აცხადებს მბაპე.
-
|
-
|