"მანჩესტერი" ბისაკას მიუახლოვდა

24-06-2019, 19:32

მიმდინარე კვირაში მანჩესტერ "იუნაიტედი" ზაფხულის მეორე ტრანსფერს განახორციელებს.

გამოცემა Football Insider-ის ინფორმაციით, "წითელ ეშმაკებსა" და "კრისტალ პალასს" შორის დაწყებული რამდენიმე კვირიანი მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა.

წყაროს ცნობით, მანჩესტერული კლუბი აარონ ვან ბისაკას სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გადაიხდის. გარდა ამისა, გუნდმა შესაძლოა 15 მილიონი ევროს სახით ბონუსიც მიიღოს.

თუმცა, ეს ბონუსი უახლოესი წლების მანძილზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან, მისი პირობით "მანჩესტერმა" ჩემპიონთა ლიგა უნდა მოიგოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით