ლოსკოვი: "კვარაცხელია ქართველებს არ გავს"

24-06-2019, 21:30

მოსკოვის "ლოკომოტივის" ლეგენდამ დმიტრი ლოსკოვიმ მედიის წარმომადგენლბთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაურბა.

"ხვიჩა არატიპური ქართველია. ჩვეულებრივ ქართველები მოედანზე ზარმაცები არიან, ცუდი გაგებით არა. ხვიჩას კი ფეხბურთის თამაში უნდა. ის ვარჯიშებზე ბოლომდე იხარჯება და კარგად მუშაობს, ფიზიკურად და ტექნიკურად საოცარი არსენალი და პოტენციალი აქვს, ორივე ფეხით კარგად ურტყამს".

"კვარაცხელია მხოლოდ 18 წლისაა და თუ ასე გააგრძელებს, კარგ ფეხბურთს ითამაშებს. საერთოდაც, როდესაც ჩვენთან მოვიდა სრულწლოვანიც არ იყო და ამის გამო მარბელიაში ვერ წავიყვანეთ".

"მას შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იფიქროს, რადგან მოსკოვი დიდი ქალაქია და შესაძლოა ჩაიკარგოს. ყველას არ შეუძლია დიდი ქალაქის ცხოვრებასთან გამკლავება. თუმცა, ვფიქრობ, ამ კუთხით კვირკველიაც უნდა დაეხმაროს", - თქვა ლოსკოვმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით