მანე: "აფრიკის თასის სანაცვლოდ ჩემპიონთა ლიგასაც დავთმობდი"

24-06-2019, 22:29

მერსისაიდული "ლივერპულის" სენეგალელი ფორვარდის, სადიო მანეს განცხადებით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სანაკრებო ტიტულია.

"ჩვენი გუნდი ტურნირის ფავორიტად მიიჩნევა, თუმცა, ეს არაფერს ნიშნავს, თუ წარმატებას ვერ მივაღწევთ."

"ნაკრებთან ერთად ტიტული არ მომიგია. მზად ვარ, აფრიკის თასის სანაცვლოდ ჩემპიონთა ლიგის თასიც კი დავთმო." - აცხადებს მანე.

შეგახსენებთ, რომ სენეგალის ნაკრებმა გათამაშების პირველ ტურში ტანზანიას 2:0 სძლია.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით