ოფიციალურად: პრომესი "აიაქსის" ფეხბურთელია

24-06-2019, 22:43

ანდალუსიის "სევილიას" აწ უკვე ყოფილი ვინგერი, ქვინსი პრომესი კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს.

როგორც ცნობილია, 27 წლის ფეხბურთელმა კლუბთან 5 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

"დალაქები" ჰოლანდიელი ფეხბურთელის გაყიდვით 15 მილიონ ევროს მიიღებენ, რაც 10 მილიონით ნაკლებია შარშან "სპარტაკისთვის" გადახდილ თანხაზე.

შეგახსენებთ, რომ პრომესი "აიაქსის" აღზრდილია და გუნდის აკადემია 2008 წელს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით