"რეალ ბეტისი" "ლივერპულის" შემტევით დაინტერესდა

24-06-2019, 23:26

პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალ ბეტისი" "ლივერპულის"  შემტევის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანელები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდება, "მერსესაიდელთა" რიგებიდან დივოკ ორიჯი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, "ბეტისის" ბოსები უახლოეს პერიოდში მიმართავენ "ლივერპულს" ბელგიელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დივოკ ორიჯის ამჟამინდელი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით