მორჩა. ცნობილია თარიღი, როცა "ბარსელონას" ნეიმარის ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს

24-06-2019, 23:44

ნეიმარ ჯუნიორს რომ "პსჟს" დატოვება სურს, ეს ამბავი არახალია. როგორც ჩანს, ბრაზილიელი ფეხბურთელი ამის გასაკეთებლად ყველაფერზეა წამსვლელი.

კატალონიური გამოცემა Sport-ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი მზადაა, რომ "ბარსელონას" გულშემატკივრებს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში.

წყაროს ცნობით, იგი უკვე ესაუბრა "ბლაუგრანას" მესვეურობას და თავისი დაბრუნების სურვილი აღიარა.

გამოცემის ცნობით, ბრაზილიელის ტრანსფერს "ბარსელონა" ივლისის შუა რიცხვებში დაადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა კატალონიური გრანდი 2017 წელს დატოვა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით