"ბარსელონა" და "ინტერი" ფეხბურთელებს გაცვლიან?

25-06-2019, 01:29

იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მილანის "ინტერი" კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველის შეძენით დაინტერესდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მილანელები" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს აქტიურად ეცდებიან, კატალონიელთა რიგებიდან, არტურო ვიდალი გადმოიბირონ.

როგორც ცნობილია, ფეხბურთელის დამატებით, პირადად ანტონიო კონტეა დაინტერესებული და იგი მზადაა ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ, "ბარსელონას" რაჯა ნაინგოლანი შესათავაზოს, რომელიც მის გეგმებში არ შედის.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ანტონიო კონტე და არტურო ვიდალი ტურინის "იუვენტუსში" ერთად უკვე მუშაობდნენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით