"ჩელსის" მომავალი მწვრთნელის ვინაობა 1 კვირაში გაირკვევა !

25-06-2019, 02:37

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ლონდონის "ჩელსის" მომავალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა, შესაძლოა 1 კვირაში გაირკვეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუნდის მფლობელი, რუსი მილიარდელი, რომან აბრამოვიჩი ამ პოზიციაზე მხოლოდ ორ ვარიანტს განიხილავს: ფრენკ ლამპარდსა და ჯიანფრანკო ზოლას.

ცნობების მიხედვით, ყველაზე ახლოს "არისტოკრატების" თავკაცის პოზიციასთან, კლუბის ლეგენდარული ნახევარმცველი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის ლამპარდი ამჟამად "დერბის" ხელმძღვანელის თანამდებობას იკავებს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
18 სექტემბერი
-
17 სექტემბერი

დაგვიმეგობრდით