"პსჟ" და "იუნაიტედი" პოგბა-ნეიმარის გაცვლას გეგმავენ !

25-06-2019, 02:41

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, "მანჩესტერ იუნაიტედი" და ფრანგული "პარი სენ-ჟერმენი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთ უდიდესს გაცვლას გეგმავენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზულმა გრანდმა ინგლისურ კლუბს პირდაპირ შესთავაზა პოლ პოგბას ბრაზილიელ ნეიმარ ჟუნიორში გაცვლის ვარიანტი, რა თქმა უნდა "იუნაიტედის" მხრიდან თანხის დამატებით.

ცნობების მიხედვით, ყველაფერი ახლა "პსჟ-ს" ხელმძღვანელობაზე და მათ მიერ 27 წლის ვარსკვლავზე დაწესებულ სატრანსფერო ღირებულებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ ხსენებულმა ორივე ფეხბურთელმა, მათი ამჟამინდელი გუნდების დატოვების სურვილი, უკვე საჯაროდ გაამხილეს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით