ლორენ ბლანს ახალი მსურველი გამოუჩნდა !

25-06-2019, 02:53

როგორც ცნობილი სპორტული გამოცემა, "Sky Sports" იუწყება, ფრანგული "პარი სენ-ჟერმენის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ფრანგი ლორენ ბლანი, მზადაა სამწვრთნელო კარიერა განაახლოს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თავკაცის გადაბირების სურვილს ამჟამად ყველაზე მეტად, ინგლისური "ნიუკასლი" იჩენს, რომელსაც 30 ივნისს, ესპანელი რაფაელ ბენიტესი დატოვებს.

ცნობების მიხედვით, კლუბის მფლობელებთან ბლანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, გაზრდილი სატრანსფერო ბიუჯეტი და ავტორიტეტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ "პსჟ-ში" ზემოთ ხსენებული სპეციალისტი , უნაი ემერიმ, 2016 წელს ჩაანაცვლა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით