"რეალმა" კოვაჩიჩს ფასი დაადო

25-06-2019, 18:54

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალმა" მატეო კოვაჩიჩის გაყიდვა საბოლოოდ გადაწყვიტა.

ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "სამეფო კლუბმა" ხორვატ ნახევარმცველს ფასი დაადო.

წყაროს ცნობით, მადრიდელები მზად არიან მატეო კოვაჩიჩი გაყიდონ, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი 50 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ კოვაჩიჩმა გასული სეზონი ლონდონის "ჩელსიში" იჯარის წესით გაატარა. სატრანსფერო ბანის გათვალისწინებით კი "არისტოკრატების" მისი შეძენის უფლება 30 ივნისამდე აქვთ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გიბრალტართან ცნობილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით