ტორესი: "აზარი მადრიდში უკეთესი იქნება"

25-06-2019, 19:06

ლონდონის "ჩელსის" ყოფილი თავდამსხმელი, ფერნანდო ტორესი მიიჩნევს, რომ ედენ აზარს მადრიდში უფრო წარმატებული კარიერა ექნება, ვიდრე ინგლისის დედაქალაქში.

"ედენი სანახაობრივი ფეხბურთელია, რომელსაც სჭირდება ისეთი გუნდი, როგორიცაა მადრიდის რეალი."

"ზოგჯერ მეჩვენებოდა, რომ ის შებოჭილი იყო. ნათელია, რომ მას თავისი საუკეთესო თამაში ჯერ კიდევ არ უჩვენებია."

"ახლა ის კარიერის ახალ ეტაპზე გადავიდა, სადაც ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი. მჯერა, რომ ის მადრიდში თავის საუკეთესო თვისებებს ბოლომდე გამოავლენს." - აცხადებს ტორესი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით