პამელა ანდერსონი: "ის ნამდვილი მონსტრია, უამრავ ქალთან დადიოდა და..."

25-06-2019, 19:13

თითქმის ორწლიანი ურთიერთობის შემდგომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველი, ადილ რამი და ამერიკელი მოდელი, პამელა ანდერსონი ერთმანეთს დაშორდნენ.

დაშორების შემდგომ, 51 წლის ამერიკელმა თავის ყოფილ პარტნიორს მონსტრი უწოდა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში აღმოვაჩინე, რომ მას ორმაგი ცხოვრება ჰქონდა."

"ის დასცინოდა იმ ფეხბურთელებს, რომლებსაც ცოლები და საყვარლები ერთდროულად ჰყავდათ, ის კი უფრო საშინელი ვინმე აღმოჩნდა."

"დაშორება მინდოდა, თუმცა, ის მეუბნებოდა, რომ ჩემს გარეშე ვერ იცხოვრებდა."

"როგორ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად ორი ადამიანის გულით თამაშობდეს? მას კიდევ უფრო მეტი პარტნიორიც კი ჰყავდა. ის ნამდვილი მონსტრია." - აცხადებს პამელა ანდერსონი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით