დე ლიხტის დარწმუნებას პიკეც ცდილობს

25-06-2019, 19:17

მატიას დე ლიხტზე ევროპულა კლუბებმა რომ სრული ნადირობა გამოაცხადეს, ეს ამბავი არახალია. ახალგაზრდა ჰოლანდიელი მცველის გადმობირების საქმეში კი უკვე თავად ფეხბურთელებიც ჩაერთვნენ.

რამდენიმე კვირის წინ უეფას ერთა ლიგის ფინალის შემდგომ 19 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ რონალდოსთან საუბრისას პორტუგალიელმა მას "იუვენტუსში" გადაბარგება ურჩია. ახლა კი 34 წლის ფორვარდს ხერარდ პიკემაც მიბაძა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ესპანელი მცველი დე ლიხტის მსგავსად ბაჰამის კუნძულებზე ისვენებს, სადაც ისინი შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს.

წყაროს ცნობით, პიკემ ახალგაზრდა ფეხბურთელს კატალონიის "ბარსელონაში" გადაბარგება ურჩია. თუმცა, თუ ევროპულ წყაროებს ვენდობით, დე ლიხტმა მისი რჩევა არ გაითვალისწინა და საბოლოოდ "იუვენტუსის" მაისურის მორგებას გეგმავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჭიაბრიშივლი: "წინ რთული საღამო გველის"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით